ხვალ სამოქალაქო აქტივისტები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად აქციას მართავენ

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ხვალ, 5 საათზე სამოქალაქო აქტივისტები დავით–გარეჯის საქმეზე დაკავებული ორი კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იკრიბებიან.

“საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისთვის ქართულმა ოცნებამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც კარტოგრაფები მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, რაც ამორალობის ახალი საფეხურია ქართული ოცნების პირობებშიც კი. დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის” – ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი