ხვალ გიორგობაა

ავტორი: ნანა წულაია

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

ხვალ ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია.

23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი