‘’ხვალ არასასურსათო ვაჭრობის სექტორს შევხვდები და მათგან მოვისმენ, როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს’’ – ნათია თურნავა

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განწყობაა 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რადგან ყველა ხედავს, რომ ჩვენ კონტროლქვეშ ავიყვანეთ მეორე ტალღის მართვა და ჯანდაცვის სექტორმაც ამოისუნთქა, რადგან აღარ არის დამანგრეველი ზეწოლა, რომელსაც ჩვენზე მდიდარი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც ვერ უძლებს.’’ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის ხვალ არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან აპირებს შეხვედრას, რათა რეგულაციების შემსუბუქების შემთხვევაში გაიგოს, თუ რა მექანიზმების გამოყენებას აპირებს ბიზნესი უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის.

‘’ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ტენდენციებს. ხვალ შეხვედრა მაქვს არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან და მათგან მოვისმენ, თვითონ რა პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს. ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, ვისმჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი