‘’ხელისუფლება მართლმსაჯულებას იარაღად იყენებს’’ – ეკა ბესელია

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ხელისუფლება მართლმსაჯულებას იარაღად იყენებს. რომელ რიცხვში ჩაინიშნება პროცესი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ერთიანად მოხდა თარიღების დასახელება და ასეთი დამთხვევა არ ხდება ხოლმე.’’ – ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ეკა ბესელია გიგი უგულავასა და ნიკა გვარამიას საქმის განხილვის გადადებას ტელეკომპანია ‘’პირველის’’ ეთერში.

მისივე თქმით, საქმის განხილვა პოლიტიკური მოტივით გადადეს, წინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდია და საზოგადოების განწყობას აკვირდება ხელისუფლება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ დარღვევებზე.

‘’ეს იძულების მექანიზმი არ იმუშავებს, გულუბრყვილოდ მოფიქრებული სტრატეგიაა. დააკვირდებიან როგორი იქნება განწყობა და რეაქცია, საზოგადოებრივი აზრი და გადაიხედება ეს გადაწყვეტილება. ამ რაუნდის წინ შეიძლება დაფიქრდნენ, რომ რეპრესიული ზომების მიღების დრო არ არის. სასამართლოს და მოსამართლეს კარნახობს ვიღაც, როდის უნდა ჩანიშნოს პროცესი და როდის არა. პრობლემა ის არის, რომ მთელ ამ ერპრესიულ მიდგომაში ჩართულია ის ვინც უნდა აბალანსებდეს – მართლმსაჯუკლება. სასამართლო ერთვება, როგორც პოილტიკური გუნდის პარტნიორი.’’ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი