ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი შეიძლება დღეს გაიმართოს

ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება ფასილიტატორ ელჩებთან ერთად შესაძლოა მოლაპარაკებათა მაგიდას დღეს კვლავ მიუსხდნენ.  ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, მოხდა პოზიციების დაახლოება, თუმცა კიდევ რჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეთანხმება მიღწეული არ არის. სწორედ მათი განხილვა იგეგმება 8 დეკემბერს.

„შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა. ამიტომ გაგრძელდება პროცესი. ხვალ იქნება მომდევნო შეხვედრა და იმედი მაქვს, 8 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადოებას“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი