,,ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით” – მამუკა ხაზარაძე

ავტორი: თიკო ნოდია

“ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით”, – ამ განცხადებით პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დღეს მთავრობის მიერ გამოცხადებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

“მე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და ეს უნდა აღიარონ. სამწუხაროდ, ისინი სარგებლობენ მძიმე ეკონომიკური და პანდემიური პერიოდით, სადაც ადამიანს ყოველდღიურად საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დიდი ხნის წინათ ბოდიშს მოუხდიდა ქართულ საზოგადოებას იმ ე.წ. ჩაფლავებული მენეჯმენტის გამო, რომელიც მათ გვანახეს ბოლო 8 თვის განმავლობაში”, – განაცხადა მან.

მამუკა ხაზარაძემ კომენტარი პარტიების დაფინანსებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის თანხა, რომელიც ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით განისაზღვრება პარტიებს საქმიანობის გასაგრძელებლად გამოეყოფათ.

„თქვენ იცით, რომ კანონმდებლობით, დაფინანსება, რაზეც მიდის საუბარი, არის ადამიანების, ამომრჩევლის რაოდენობით განსაზღვრული თანხა, რომელიც მიეცემა პარტიებს მათი საქმიანობის გასაგრძელებლად. ეს არ არის საპარლამენტო დაფინანსება, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვაცხადებთ – ესაა ხელფასები, თუ სხვა, იმიტომ, რომ არ შევდივართ პარლამენტში.” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი