“ხელახალი არჩევნების ნაცვლად “ევროპული საქართველოსთვის” დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები.” ბოკერია

“ხელახალი არჩევნების ნაცვლად “ევროპული საქართველოსთვის” დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები. ამ ქოლგის ქვეშ მოთხოვნების მთელი წყობაა, თუ რა უნდა შეიცვალოს.”- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მათი მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, “ცესკოს” არა მხოლოდ თავჯდომარის, არამედ მთლიანი სტრუქტურის ცვლილება.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების მესამე ეტაპი გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებით დასრულდება.

ცნობისთვის, ოპოზიციამ არჩევნების მეორე ეტაპში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი