ხატია დეკანოიძე: სტრატეგიულ პარტნიორებს სურთ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მაგრამ ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა  ხელისუფლებას ეკისრება

ავტორი: ნანა წულაია

სტრატეგიული პარტნიორების პოზიცია გასაგებია, მათ სურთ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მაგრამ ამ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ეკისრება ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ხელისუფლებამ  ყველაფერი გააკეთა, რათა 31 ოქტომბრის არჩევნებსა და მეორე ტურს არალეგიტიმაცია ჰქონოდა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიცია გასაგებია, რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. მაგრამ ამ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა არალეგიტიმაცია ჰქონოდა 31 ოქტომბრის არჩევნებს და შემდეგ უკვე მეორე ტურის არჩევნებს, სადაც მარტო გავიდნენ და ზეიმობდნენ.

მე თუ მკითხავთ, ოპოზიციას ძალიან ნაკლები აქვს კომპრომისის სივრცე. ჩვენ მოლაპარაკებებზე ჩვენი წინადადებები და საქართველოს მოქალაქეებისთვის მისაღები წინადადებები დავაყენეთ – ეს არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. აი. ამ წინადადებების დაყენების შემდეგ დაველოდებით, რა წინადადებებით მოვა „ქართული ოცნება“. ამიტომ ჩვენი კომპრომისი კი არ არის, აქ არის ჩვენს მოთხოვნებზე საუბარი. შევხედოთ, ჯერ არავითარი შემხვედრი ნაბიჯები არ გადმოუდგამს „ქართულ ოცნებას“. დაველოდოთ დიალოგის მესამე რაუნდს და ვნახავთ, რა წინადადებებით მოვა „ქართული ოცნება“. შემდეგ უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ, მაგ წინადადებების განხილვის შემდეგ, როგორია ზოგადად სივრცე და აპირებს თუ არა ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება, გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი