‘’ხანდახან იგალობა, თუმცა ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი’’ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თამრიკო ჭოხონელიძეზე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

“თამრიკო კარგია, რომ გალობდა. ხანდახან იგალობა. თუმცა, ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი. თამრიკოს გარდა, სხვასაც უგალობია აქ.’’ –  ასე გამოეხმაურა მომღერლის თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებას საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ცნობისთვის, თამრიკო ჭოხონელიძემ ტელეკომპანია ‘’პირველის’’ ეთერში თქვა, რომ ის შობის დღესასწაულზე აღარ იგალობებს, რადგან ის ‘’დასაჯეს’’ მისი ანტიდისკრიმინაციული განცხადებების გამო, სადაც ის ამბობს, რომ დისკრიმინაცია ადამიანის რელიგიური მრწამსის, ორიენტაციის ან რასის გამო მიუღებელია.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უარყო ამ გადაწყვეტილების რაიმე კავშირი მომღერლის განცხადებებთან. მისივე თქმით, თამრიკო ჭოხონელიძის სახით გამონაკლისი დაუშვეს და ამიტომაც გალობდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მგალობელია და სულ უნდა იგალობოს.

‘’გასაგებია [რომ, ბევრი წლის განმავლობაში გალობდა], მაინც გამონაკლისი იყო, ის ხომ არ არის მგალობელი. მისი ღვთისმსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისის სახით. სუხიშვილების ანსამბლმა ლა სკალაში ჩაატარა კონცერტი 1967 წელს. თუ დღეს არ ატარებს, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ რაღაცა.” – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი