ხათუნა ლაგაზიძე – ახლა იწყება „ოცნების“ ბრძოლა ოპოზიციის გასახლეჩად

ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” ოპოზიციის გახლეჩას შეეცდება. იგი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თითქოს მმართველი პარტია გამარჯვებული რჩება და ერთპარტიული პარლამენტი იქმნება.

„ოცნების“ მმართველობის არსია, რა მდგომარეობაც მათ მიიღეს, ეს მათი „შინაგანი კონსტიტუციაა“. ისინი რეალურად დემოკრატები არც არიან, გაფორმდა ის, რაც შინაგანად იყო მათში. 2012 წელს „ოცნება“ დაპირდა თავის ამომრჩეველს, რომ „ნაციონალებს“ პოლიტიკური რუკიდან გააქრობდა. 2012 წელს და 2016 წელს მან ეს ვერ შეძლო და ახლა დადგა ეს რეალობა, როცა ფაქტობრივად შეუსრულა „ოცნებამ“ ხალხს ეს დაპირება. პარლამენტი იწყებს ფუნქციონირებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. მართალია, ეს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებით მოხდა, მაგრამ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირი მოწოდებაა ოპოზიციისკენ, რომ შევიდნენ პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ. ეს ფაქტორები „ოცნებას“ აფიქრებინებს, რომ გამარჯვებული ის დარჩა, ამომრჩეველთანაც დანაპირები შეასრულა და დასავლეთიც დიდად არ აწვება და არ წუხს იმაზე, რომ საქართველში ერთპარტიული მმართველობაა“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი