წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარი გაჩნდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარი გაჩნდა,-ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი ავრცელებს.

ცეცხლი ბალახის საფარსა და ბუჩქებს დაახლოებით 50 ჰექტარზე უკიდია. მერის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სოფლებში: ჩუნეშში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში. ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.

მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი