წნორში მომხდარ ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

წნორში მომხდარ ავარიას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა მანქანაში მჯდომი 18 წლის მგზავრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მრავლობითი მოტეხილობით წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: კახაბერ კუპატაძე

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი