“წინსვლის რესურსი არსებობს, თუმცა ეს ახალი არჩევნების ირგვლივ უნდა მოხდეს” – სერგი კაპანაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“წინსვლის რესურსი არსებობს, თუმცა ეს ახალი არჩევნების ირგვლივ უნდა მოხდეს, არც ერთ სხვა საკითხზე რაიმე დათმობას, ან დისკუსიას არ ვაპირებთ”  – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ აშშ–ის და ევროკავშირის ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები ნორმალურია და ახლა მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ქართული ოცნება”.

„ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია ელჩებთან, ისინი, როგორც წესი, იმართება ხოლმე რაუნდებს შორის და ხდება უბრალოდ პოზიციების შეჯერება. ამიტომ, დღესაც ასეთი მორიგი შეხვედრა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ჩვენს პარტნიორებს შორის და მოხდება პოზიციების კიდევ ერთხელ გავლა.

მთავარი იქნება, თუ რა წინადადებით მოვა „ქართული ოცნება შემდეგ რაუნდზე, რა თქმა უნდა, არსებობს რესური იმისა, რომ მოხდეს წინსვლა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არც ერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს”, – განაცხადა კაპანაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი