წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილია

ავტორი: ნანა წულაია

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილია. მისი იდენტიფიცირება მოხდა, რადგან თავდამსხმელს ნიღაბი არ უკეთია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ბორჯომიდანაა.

მირკოსაფინანსო ორგანიზაციის შენობიდან მძევლად აყვანილი 11 პირიდან 6 პირი თავდამსხმელმა გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შენობაში ამ დროისთვის 5 მძევალი რჩება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი