‘’ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები’’ – მამუკა ხაზარაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში.’’ – ამის შესახებ ‘’ლელოს’’ წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე რაუნდი უახლოეს 2 დღეში უნდა გაიმართოს, თუმცა თუ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა ‘’ქართულმა ოცნებამ’’ მოლაპარაკება ვერ შედგება.

‘’ჩვენმა ფასილიტატორებმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო დაახლოებით 2 დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება. ჩვენ ველოდებით უახლოეს ორ დღეში ამ შეხვედრას. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია მოლაპარაკება ვერ შედგება” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი