“ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ ამ პროცესში აქტიურად დარჩეს ჩართული” – ბადრი ჯაფარიძე

“ჩატარებულ არჩევნებთან და თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას, ამის შესახებ მოსაზრებები გავცვალეთ. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია კარით საუბარი და გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ არჩევნებს გაყალბებულად. მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის შეხედულება, იმასთან დაკავშირებით თუ აშშ როგორ აპირებს კრიზის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ აქტიურად დარჩეს ამ პროცესში ჩართული. მათი აქტიურობა აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობიანი პროცესი. – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა

ოპოზიციის ლიდერები დეტალებს არ ასაჯაროებენ. თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მიესალმება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გაყალბების გარეშე.

“მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის პროცესი ჩვენს ხელისუფლებასთან იმისათვის რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ჩვენ გვინდა ხელახალი არჩევნები სხვა, ახალი და შეცვლილი საარჩევნო კამპანიის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ გაყალბებას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს.” – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპე რიკერსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი