ცხინვალში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევაა

ავტორი: კატო მალანია

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავისურუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო მეთვალყურეობას უწევენ 1200 ადამიანს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1684 ადამიანია.

კოჩიევას ინფორმაციით, პანდემიის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 289 ტესტი ჩატარდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 15 დეკემბრამდე შეწყვეტილია საშუალო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი