‘’ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ’’ – ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძეზე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის.’’ – ასე გამოეხმაურა ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას.

მან წარმატებები უსურვა გრიგოლ ვაშაძეს და აღნიშნა, რომ ცვლილებები ხდება და ეს გასაკვირი არ არის.

‘’თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ – დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ.” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი