“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პაშინიანისგან სიმამაცე იყო” – ვლადიმერ პუტინი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა სიმამაცე გამოავლინა, როდესაც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მისივე თქმით,  ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში პაშინიანს ხელი უნდა შეუწყონ. ამის შესახებ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

„ამ გადაწყვეტილებების მიღება პრემიერ-მინისტრისგან სიმამაცეს მოითხოვდა. მან აიღო ეს პასუხისმგებლობა. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ პრემიერ- მინისტრს და მის გუნდს მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა პუტინმა.

 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი