ცესკო: არჩევნებზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა

ავტორი: ლევან არჩუაძე

“დაფიქსირდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენის გამოყენების ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ, ეკუთვნის ამომრჩეველს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღნიშნული ბიულეტენი სახლში გაიყოლა და მთელი ამ დროის განმავლობაში შენახული ჰქონდა” – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა.

იოსელიანი ცესკოს საიტზე, ზოგიერთ უბანზე მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის  ხმების 100%–ზე გადაჭარბების შემთხვევას.

„იყო ტექნიკური შეფერხება, როცა დაიწყო შემაჯამებელი ოქმების შემოსვლა, სიღრმისეული მიზეზები დგინდება და ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ინფორმაციას. მთავარი იყო ერთი, რომ პროგრამისტებმა შეძლეს და ალტერნატიული სახით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს კენჭისყრის წინასწარი შედეგები და ის იყო გასაჯაროებული და ხელმისაწვდომი ყველა მხარისთვის, თავად პროგრამა კი გამოსწორდა და ახლა ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიძიებთ ამას და სიღრმისეული მიზეზების დადგენა ხდება. ეს იყო ტექნიკური ხარვეზი“ – განაცხადა იოსელიანმა

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი