ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 20,74 %–ია

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა მეორე ტურისთვის 20,74%-ია. ამომრჩეველთა რაოდენობამ კი 443 969 შეადგინა.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარაში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში. მისული ამომრჩევლის რაოდეობა იყო 30 162. ყველაზე დაბალი აქტივობა იყო ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩევლის 16 პროცენტი გამოცხადდა.

ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. მათგან 3 — ზუგდიდში. ერთი საჩივარია ბათუმსა და ისანში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი