ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის 130 უბნიდან დათვლილია 130-ვე უბანი. იოსებ ხახალეიშვილმა 29,911 ხმის დაგროვება შეძლო და მოიპოვა 92.02%-იანი გამარჯვება. ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ შუშიამ 2,595 ხმა დააგროვა, რამაც 7.98%-ი შეადგინა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი