ცესკოსთან  რუსეთის ჰიმნი ჩართეს და საბჭოთა ეპოქის ამსახველი პოსტერები გააკრეს

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან “დემოკრატიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი და  “ლეიობორისტული პარტიის” წევრები არიან მისულები. აქცია–პერმორმანსზე მათ რუსეთის ჰიმნი ჩართეს და იქ აღმართულ ჯებირზე საბჭოთა კავშირის ეპოქის ამსახველი პოსტერები მიაკრეს.

აქტივისტების თქმით, პროტესტის ამ ფორმით, მათ ხაზგასმა სურთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიზანია საქართველოში საბჭოთა წყობა აღადგინონ და საქართველო კვლავ საბჭოთა ქვეყნად აქციონ.

“ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიზანია, რომ საბჭოთა საქართველო აღადგინონ და პუტინს დაეხმარონ საბჭოთა იმპერიის აღდგენაში, რასაც ბუნებრივია, ქართველი ხალხი დაუპირისპირდება. დღეს გავაკარით საბჭოთა პლაკატები და ჩავრთეთ მუსიკა თუ როგორ ზეიმობდნენ ერთპარტიული ხელისუფლების არჩევას საბჭოთა საქართველოში, დღევანდელი დღე ეძღვნება იმ ხელისუფლების გაშარჟებას, რომელიც ამ გზას ადგას” – აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი