ჩოხატაურის მერიაში ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მერს ხვდებიან

ავტორი: ნანა წულაია

ჩოხატაურის მერიაში ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მერს ხვდებიან.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მერიის ეზოში მუსლიმი თემის წარმომადგენლები, მათ შორის, აჭარიდან ჩასული მოქალაქეები იმყოფებიან. შენობას პოლიციის კორდონი იცავს.

სოფელში მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მუსლიმი თემის წარმომადგენლების სოფელში სალოცავის მოწყობის თხოვნას მოჰყვა.

ქრისტიანული თემის წევრები სალოცავის მოწყობის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა გუშინ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი მოგვარდეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი