“ჩვენ ხორვატიის გვერდით ვართ”-ურსულა ფონ დერ ლეიენი

“ჩვენ ხორვატიის გვერდით ვართ”- ამის შესახებ ევროკომისიის თავდჯომარე ურსულა ფონ დერ ლეიენი “თვითერის” საშუალებით აცხადებს.

ის ხორვატიაში მომხდარ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ეხმაურება, რომელსაც ნგრევა მოჰყვა.

“ხორვატიაში 2 დღის განმავლობაში 2 ძლიერი მიწისძვრის შესახებ პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს ვესაუბრე. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. დახმარება ჯანეზ ლენარჩიჩს ვთხოვეთ, რომელიც როგორც კი სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს მზად არის, ეწვიოს ხორვატიას. ჩვენ ხორვატიის გვერდით ვართ.”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

სტიქიურ უბედურებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი