‘’ჩვენ ‘’ქართულ ოცნებასთან’’ ერთად ვიმუშავებთ პოლიტიკურ შეთანხმებაზე’’ – ბადრი ჯაფარიძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ რომელიმე მხარე დამარცხდეს, აქ მთავარია ჩვენი საზოგადოება. ვნახავთ სწორედ ისეთ გზას, რომელიც ყველა მხარეს მისცემს საშუალებას რომ არ ჩათვალოს თავი დამარცხებულად. იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში დამარცხებულია მთელი ქვეყანა.’’ – ამის შესახებ ‘’ლელო საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ, ტელეკომპანია ‘’პირველის’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, მთავრობასთან აუცილებელია კონტრუქციული მსჯელობა და ისეთი შეთანხმების მიღწევა, სადაც არცერთი მხარე არ იგრძნობს თავს დამარცხებულად. მან ისიც აღნიშნა, რომ მთავარია პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, რომელსაც მხარს დაუჭერენ საერთაშორისო პარტნიორები.

‘’მთავარია რომ პოლიტიკური შეთანხმება გვქონდეს, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სრულად იქნება მხარდაჭერილი. წინასწარ არ მინდა გავასწრო მოვლენებს, მთავარია ჩვენ შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, კანონმდებლობასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები.’’ – განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის ერთიანობაზე და გამოსავალზე – ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე.

‘ოპოზიცია არის ერთიანი იმ ხედვაში, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ახალ არჩევნებზე შეთანხმება. ეს პრაქტიკა მიღებულია ცივილიზებულ საზოგადოებებში, იმ ქვეყნებში, რომელთაც გვინდა ჩვენ გავუსწორდეთ. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის, როცა ერთი მხარე მეორეს ხელებს უგრეხს. უნდობლობაა მხარეებს შორის და ამას მიზეზი აქვს. ჩვენ თუ დავიწყებთ კონსტრუქციულ მსჯელობას ‘’ქართულ ოცნებასთან’’ ერთად კრიზისიდან გამოსავალზე, მაშინ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია შევთანხმდეთ ისეთ მექანიზმზე, რომელიც არცერთ მხარეს არ განიხილავს დამარცხებულად.’’ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი