“ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა’’ – ირაკლი კობახიძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ქართული ოცნების’’ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გადაიდება, რადგან ასე ხელისუფლებას უცხოელმა პარტნიორებმა სთხოვეს.

“ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ეს თარიღი თებერვალში მოვა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი თებერვალში აუცილებლად ეყრება. ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრა იანვარშიც, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ამის არგაკეთება და აღნიშნულ თხოვნას ვითვალისწინებთ.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი