‘’ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად, რათა დავძლიოთ კრიზისი’’ – გიორგი გახარია

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ჩვენ გვესმის, რომ მოქალაქე ამ ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს და იმ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რაც დაგვაკისრა საზოგადოებამ. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად, რათა დავძლიოთ კრიზისი, ვიღაცას თუ ამ პასუხისმგებლობის აღების ეშინია ან არ შეუძლია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც უკან უნდა დავიხიოთ.’’ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პარტიებმა, რომლებსაც ქართველმა საზოგადოებამ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა, უნდა შეასრულონ თავისი წილი ვალდებულება და ერთად იმუშაონ კრიზისის დაძლევაში, რაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე სხვადასხვა სფეროებში უფრო გაღრმავდა.

‘’ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადი დაფინანსების მოთხოვნაზე შეიტანა, ნუ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვამბობ, რომ ჩვენი, ყველას, მიზანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში შევიდეს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომელსაც საქართველოს მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა. რა თქმა უნდა, ეს ესე უნდა იყოს, მაგრამ ვიღაცა თავისთვის თუ გადაწყვეტს, რომ პასუხისმგებლობა არ აიღოს ან სხვა მიზნები ამოძრავებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინც ვგრნობთ ამ პასუხისმგებლობას ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, არ შევკრიბოთ პარლამენტი, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, არ მივხედოთ ეპიდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ა.შ.’’ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი