“ჩვენ რა მოთხოვნებიც წარვადგინეთ, 4 – პუნქტიანი გეგმა, მმართველი გუნდი არ მოდის, არ თანხმდება. არაფერზე არ მოდის!”- ჩარკვიანი

“ჩვენ რა მოთხოვნებიც წარვადგინეთ, 4 – პუნქტიანი გეგმა, მმართველი გუნდი არ მოდის, არ თანხმდება. არაფერზე არ მოდის!” – ამის შესახებ, „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ეთხელ მოატყუა და არჩევნები გაყალბდა.

“წარმოიდგინეთ, ხელისუფლებამ რამდენჯერ მოგვატყუა. ასე ნდობა არ შეიძლება. ჩვენ არჩევნების საპირწონედ კი არ ვითხოვთ.  როდესაც გამყალბებელი გვეუბნება, ამას გაგიზრდით, იმას გაგიზრდით, იმას მოგაწოდებთ. რას მოგვაწოდებთ? გააყალბა, წაიღო ადამიანების ხმები. ამაზე დიდი დანაშაული სახელმწიფოში არ არსებობს.”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი არანაირ შეთანხმებაზე არ მოდის.

“ჩვენ რა მოთხოვნებიც წარვადგინეთ, 4 – პუნქტიანი გეგმა, მმართველი გუნდი არ მოდის, არ თანხმდება.  გულწრფელად გეუბნებით, პლებისციტი დასახელდა მხოლოდ მაშინ, რაც ეს ყველაფერი ახალ არჩევნებთან იქნებოდა მიბმული. ოპოზიციას პლებისციტი ისე, ცუღლუტობისთვის ​არ დაუსახელებია. ნახეთ, რაოდენ მართალი ვიყავით  არ დათანხმდნენ. თუ იმ საკითხს აყენებს, რომ პოლიტ პატიმრების საპირწონედ მოსახლეობას კონსტიტუციის დარღვევა, ან არჩევნების გაყალბება დაუყენოს. ასე ვერ მოხდება, იმიტომ რომ ტერორისტთან და მტაცებელთან ჩვენ ასეთ გარიგებაზე ვერ წავალთ, არა?! მიიტაცა არჩევნები და რა პირობებსა და თითს გვიქნევს ვერ გავიგე”,- განაცხადა ჩარკვიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი