“ჩვენ მზად ვართ სამივე ტიპის ვაქცინის მისაღებად” – პაატა იმნაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“სამ სსხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვანაირი შენახვის წესი აქვს. ერთს -70 გრადუსზე, მეორეს -20-ზე და მესამეს ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. ჩვენი იმუნიზაციის სისტემა ისეა აწყობილი ქვეყანაში, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ლოჯისტიკაში, დაწყებული ცენტრალური დონიდან დამთავრებული სოფლის ამბულატორიამდე. დალაგება უნდა უბრალოდ და ამის დიდი გამოცდილება გვაქვს სხვა ვაქცინებზე და პრობლემა არ იქნება” – ამის შესახებ პაატრა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე საუბრსას ტვ-“პირველის” ეთერში  განაცხადა.

მისივე თქმით,  ცენტრალურ დონეზე Pfizer-ის ვაქცინის შენახვა შესაძლებელია, რადგან -70 გრადუსიანი მაცივრები ქვეყანას აქვს, თუმცა დამატებით რაიონებისთვის უკვე შეკვეთილია. იმნაძის განცხადებითვე საქართველოს სამივე ტიპის ვაქცინის შეძენა შეუძლია.

“ჩვენ მზად ვართ სამივე ტიპის ვაქცინის მისაღებად, ეხლა მთავარი იქნება რას შემოგვთავაზებს COVAX-ი . ბრიტანეთი და ამერიკა ჯერ თავიანთი ქვეყნებისთვის ამზადებენ ვაქცინას და მერე დაიწყებენ მსოფლიოს მომარაგებას და ჩვენც მაშინ მივიღებთ. ჩვენ შეგვიძლია ავარჩიოთ ვაქცინა, იმიტომ რომ მეტი გვაქვს წინასწარი თანხა გადახდილი. მიდის ასევე პირდაპირი საუბარი ბრიტანელებთან, შვედებთან, რომ თუ იქნება შესაძლებელი, უფრო ადრე მივიღოთ ვაქცინა” – აღნიშნა იმნაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი