“ჩვენ ვცდილობთ ყველა ჩვენს მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება”– ეკატერინე ტიკარაძე

ავტორი: სალომე ბაჯაძე

“ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებული გვაქვს 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952, განთავსებულია 5741 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279″, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, თუ ჯანდაცვას ოქტომბრის თვეში 330 საწოლი ჰქონდა მობილიზებული, დღეის მდგომარეობით, თავისუფალი საწოლების საჭიროება 7000-ს აჭარბებს.

„ამით ჩვენ ვცდილობთ ვმართოთ ნაკადები და ყველა ჩვენს მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი