‘’ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ზრდა აღარ გვაქვს’’ – პაატა იმნაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„ნებისმიერი შეზღუდვა ორი კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ზრდა აღარ გვაქვს. მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტად გაფართოვებისა, ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს.’’ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემამ მძიმე დატვირთვას გაუძლო, მაგრამ მეტს ვეღარ გაუძლებდა და ამიტომაც დაწესდა შეზღუდვები.

‘’ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე გავრცელებით 100 ათას მოსახლეზე, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ ამ ყველაფერს გაუძლო, თუმცა მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან იყო გაცილებით უარესი პროგნოზები, ამიტომაც დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებული გვაქვს.“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი