“ჩვენ ვართ შეთანხმებისტები” – ალეკო ელისაშვილი თავის პარტიაზე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია სამ ნაწილად იყოფა: საბოტაჟნიკები, ის ვინც ყოყმანობს და შეთანხმებისტები”.

“საბოტაჟნიკები არიან ბოკერია და უგულავა, მათ სურთ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. მერყეობს “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენ ვართ შეთანხმებისტები” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ალეკო ელისაშვილს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სიის განულებისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით დოკუმენტებზე ხელი არ მოუწერია. ცერემონიაზე არ მივიდა “რესპუბლიკური პარტია” და “გირჩი”, თუმცა ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

 

 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი