„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ალეკო ელისაშვილი უკვე ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ელისაშვილის პოზიციისა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს პროცესში მონაწილეობას ვერ აუკრძალავენ.
„ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ. კობახიძესთან ერთად მობრძანდეს. მას, როგორც ერთ-ერთ ერთეულს, რომელიც ახლა ხელისუფლების ბანაკშია, მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორ უნდა ავუკრძალოთ?“ – განაცხადა ბოკერიამ.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. მეხუთე რაუნდის ჩატარების ვადა ამ დრომდე უცნობია.