“ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და ამის შედეგებს იხილავს ქართული საზოგადოება”-კობახიძე

“ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და ამის შედეგებს იხილავს ქართული საზოგადოება”,- “ქართული ოცნების” ახლადარჩეული თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

მისი თქმით გუნდი ერთიანობას ინარჩუნებს და ყველანაირ გამოწვევას ამგვარად უპასუხებენ.

„მთავარია, რომ გუნდში არის ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამოწვევა არის სერიოზული, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას და პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას. ამის შედეგებს იხილავს ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, მე ვიქნები დამოკიდებული ჩემი გუნდის წევრებზე, დამოკიდებული ვიქნები პოლიტსაბჭოზე, 44 000 წევრზე, რომელსაც „ქართული ოცნება” აერთიანებს.-განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მთავრობასა და პარლამენტს შორის ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევისას ამ კრიტერიუმით მიიღეს გადაწყვეტილება.

„სხვადასხვა კრიტერიუმი იყო გამოყენებული, პირველ რიგში, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ბუნებრივია, წარმოდგენილი არიან პარტიის პოლიტსაბჭოში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ბალანსი, მთავრობასა და პარლამენტს შორის და ხედავთ, რომ დაბალანსებულად არიან წარმოდგენილი მთავრობის წევრები, პრემიერი, მინისტრები და პარლამენტის წვერები პოლიტსაბჭოში. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ახალი სახეები, რომლებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო გუნდს, ასევე წარმოდგენილი ყოფილიყვნენ პოლიტიკურ საბჭოში. სწორედ, ამ კრიტერიუმებით მივიღეთ გადაწყვეტილება”,- განაცხადა კობახიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი