,,ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იდგნენ pvt-ს გაყალბების უკან”- ირაკლი კობახიძე

ავტორი: თიკო ნოდია

,,ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იდგნენ pvt-ს გაყალბების უკან” – მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ჩვენი ეჭვები, ბუნებრივია, გვაქვს. ვინც ეყრდნობოდა ყველაზე მეტად pvt-ს (პარალელური დათვლა) ეჭვებიც ყველაზე მეტად მათთან მიდის, ასევე იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირველები დაესხნენ თავს „სამართლიან არჩევნებს“ როგორც კი გაირკვა pvt-ს გაყალბებასთან დაკავშირებით სიმართლე, აქაც ლოგიკური ეჭვები ჩნდება.

ეს არის ისევ და ისევ ორი რადიკალური ოპოზიციური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პარტიული ტელევიზიით და „ევროპული საქართველო“ ასევე თავისი პარტიული ტელევიზიით. თუ გაიხსენებთ, სწორედ ისინი დაესხნენ თავს პირველები „სამართლიან არჩევნებს“, როდესაც მათ სიმართლე აღიარეს pvt-სთან დაკავშირებით, მანამდე სწორედ ისინი ეყრდნობოდნენ pvt-ს, როდესაც საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალები იდგნენ pvt-ს გაყალბების უკან და ასევე 8-პროცენტიანი მაჩვენებლის გაყალბების უკან“, – აღნიშნა მან.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი