ილია მეორემ ახალგაზრდა მრევლს ლოცვების, თხოვნების დაწერისკენ მოუწოდა

ილია მეორემ ახალგაზრდა მრევლს ლოცვების, თხოვნების დაწერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და ბავშვებს ლოცვების, თხოვნების დაწერისკენ მოუწოდა.

“ყველას გილოცავთ ბარბარობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. სწორედ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გონი ესე მოგვცეს, უფალმა დალოცოს თქვენი შვილები. ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდით და ჰპოვოთ! დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში, სულში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.”- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

მისი ინიციატივით ბავშვების დაწერილი ლოცვები, თხოვნები, წერილები წიგნად გამოიცემა.

გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულიწმინდასა. გამომიგზავნეთ მე. როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად“- განაცხადა ილია მეორემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი