“ჩვენ არ ვართ ჩინეთი, რომ ეკონომიკა ორნიშნა ზრდაში ვაწარმოოთ” – მაია ცქიტიშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

„როდესაც 4-5%-ზე გვაქვს საუბარი ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ, ჩინეთი. მხოლოდ ჩინეთს აქვს იმის რესურსი, რომ ორნიშნა ზრდაში აწარმოოს ეკონომიკა” – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი კარგია, მიუხედავად “ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საერთაშორისო შოკებისა”.

“როდესაც ვსაუბრობთ ევროპული ტიპის ქვეყნებზე, იქ როდესაც ნახავთ ეკონომიკურ ზრდას დარწმუნდებით, რომ ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებელი, რომელიც ჰქონდა საქართველოს, განსაკუთრეთბით იმის გათვალისწინებით, თუ რა რეგიონში უწევს არსებობა, იმ ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ბევრ სხვა საერთაშორისო შოკებსაც შეგახსენებთ, შესაბამისად, დამერწმუნეთ, ეს მაჩვენებელი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის კარგია” – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე მტკიცებით, საქართველო კორონა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად სწრაფად შეძლებს.

“შემდეგ 4 წელს რაც შეეხება, შემდეგი 4 წელი მთელი მსოფლიოსთვის სრულიად განსხვავებული 4 წელი იქნება. პანდემია არის ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს მსოფლიოში. შეგახსენებთ რომ დიდი რეცესიის შემდეგ ეკონომიკური ზრდის ასეთი ვარდნა მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩვენი სხვა საერთაშორისო საფინანსო პარტინორების შეფასებით, საქართველო განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან ძალიან სწარაფად შეძლებს აღადგინოს ეკონომიკური მდგომარეობა” – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი