“ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში” – ვაშაძე

“ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი არიან რუსეთის აგენტები. ძალიანაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორ პარტიული. მეორე, ის რომ ამერიკის ელჩი რიკელი დარჩა საქართველოში და არ გაყვა საქართველოს ელჩს ისრაელში არის იმის ინდიკატორი, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და რაოდენ გვჭირდება პოლიტიკური კრიზისის დასამარცხებლად ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება. ” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოპოზიციის ლიდერებმა რეკერს ასევე იმ უზუსტობებისა და დარღვევების შესახებ მოახსენეს, რაც არჩევნების დროს დაფიქსირდა.

“ყურადღებით ისმინეს რაც ჩვენ ვუთხარით – ფაქტებით დარღვევებზე, გაყალბებაზე, საუბნო და საოლქო კომისიებმა რა უმსგავსად დაიწყეს ხელით გადაწერა. ასევე მოვახსენეთ, ჩვენი მოსაზრებები თუ რა უნდა იყოს გამოსავალი.” – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე ვაშაძის განცხადებით მათ ისაუბრეს,  ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობაზე და რეგიონების სიტუაციაზე.  მისი თქმით, კორონავირუსის პირობებში განსაკუთრებით რთული ვითარებაა და გამოსავლად კომპრომისს მიიჩნევენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი