‘’ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს’’ – კელი დეგნანი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„თუ საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ.’’ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა იპოვონ შეთანხმების სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.

‘’პარტიებს შორის დიდი განსხვავებებია, მაგრამ ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვიცი, რომ ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ყველას აქვს მოსაზრების უფლება, მაგრამ არსებობს ფაქტებიც. ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს.“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი