„ჩვენი ქვეყნისთვის ნატო-სთან თანამშრომლობა და ​გაწევრიანებისკენ სვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – გიგა ბოკერია

ავტორი: ნანა წულაია

„ჩვენ გვაქვს სტაგნაცია ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე”  – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, საკითხს ქვეყნის სათავეში ქმედითი რწმენის მქონე ხელისუფლების მოსვლა სჭირდება .

„ჩვენი ქვეყნისთვის ნატო-სთან თანამშრომლობა და ​გაწევრიანებისკენ სვლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება და კარგია, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოსთან თანამშრომლობას. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხის ლობირების თანმიმდევრული პოლიტიკა ექნება თავისუფალ სამყაროში და ჩვენ გვაქვს სტაგნაცია გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, წლებია ამ მიმართულებით არ გვაქვს სიახლე. ამას სჭირდება ქმედითი რწმენის მქონე ხელისუფლების მოსვლა, ანუ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი