‘’ჩვენი მეგობრები შეწუხებულები არიან მიმდინარე კრიზისით’’ – ნინო ბურჯანაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ბატონმა კარლ ჰარცერმა თქვა, რომ ისინი არიან ფასილიტატორები, დამხმარეები კრიზისის გადაწყვეტაში, ასეთი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ აჩვენებს პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და პოლიტიკური ცხოვრებისადმი” – ამის შესახებ ‘’ერთიანი საქართველოს’’ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს მათ უხერხულ სიტუაციაში აყენებს.

“ბუნებრივია, რომ ისინი დეტალურად არიან საქმის კურსში ყველა იმ გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც ‘’ქართულმა ოცნებამ’’ დაუკვეთა ცესკოს და შემდეგ უკვე სასამართლოს. რა თქმაუნდა, ამან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი მეგობრები და გამოსავალს ეძებენ.’’  – არნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი, დამთავრდეს ქუჩის აქციები და გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება, თუმცა დღევანდელი მოცემულობით შეუძლებელია ოპოზიცია კომპრომისზე წავიდეს და არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეს.

‘’უნდა მივიღოთ ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას საქართველოში და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები. მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს რომ პრაქტიკულად, ოპოზიციური სპექტრისათვის შეუძლებელია პარლამენტში შესვლა, რომელიც არალეგიტიმურია. ვუთხარი მათ რომ თუ ბიძინა ივანიშვილის წესებით ვიმოქმედებთ, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში გაქრება.’’ –  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი