‘’ჩვენი გადაწყვეტილებები ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს’’ – ლევან დავითაშვილი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

“ჩვენთვის ძალიან მძიმეა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვების დაწესებას ან მოხსნას უკავშირდება. აქ სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია – გვესმის ეს ამბავი. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთვის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა პრიორიტეტი, ჩვენი გადაწყვეტილებები ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს.’’ – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ღია ბაზრობები იმიტომ არ გაიხსნა, რომ იქ სანიტარული ნორმებისა და რიგების დაცვა ბევრად რთულია, თუმცა მათ დახმარების პაკეტის ნაწილში უმუშევრად დარჩენილი გამყიდველებიც გაითვალისწინეს.

‘’იქ, სადაც მეტად შესაძლებელი იქნებოდა წესრიგის, სანიტარული ნორმების დაცვა და რიგების კონტროლი – ეს პასუხისმგებლობა განესაზღვრათ მოლებს, თუ ეს ასე არ იქნება, შრომის ინსპექციას მყისიერი რეაგირება აქვს დავალებული. ამიტომ აღსრულების მეტი სივრცე არსებობს ბაზრობებთან შედარებით. გვესმის, რომ ბაზრობები ზიანდება, ამიტომ დახმარების პაკეტის ნაწილი ესეც იყო, როდესაც ჩვენ ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ, რადგან გვესმის, რომ ამ ადამიანებს ვაზიანებთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ეპიდემიოლოგების რჩევებს.“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი