„ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით”- გახარია

„ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით.”- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპოკავშირის წევრობისთვის აუცილებელია მინიმუმი კრიტერიუმების დამყარება, რაც გულისხმობს საქართველოს გაძლიერებას ეკონომიკური თვალსაზრისით და დემოკრატიული ინსტიტუტების გატკიცებას.

“როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვიყოთ მზად, რათა 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გავაკეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით აუცილებელი მინიმუმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ეკონომიკური კეთილდღეობის საკმარისი დონე მაინც, იმისთვის, რომ ევროპული სივრცისთვის საინტერესო გავხდეთ. თუ ეს საბაზისო პირობები არ დავაკმაყოფილეთ, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეკონომიკური განვითარების გარკვეული დონის მიუღწევლად ვინმეს გაუხარდება ჩვენი ხილვა სადმე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“- განაცხადა გახარიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი