„ჩვენთვის პოლიტიკური კეთროვნები არ არსებობენ“ – გიორგი ლაღიძე

ავტორი: neopress.ge

„დღეს ქართულ პოლიტიკას ესაჭიროება მესამე პოლიტიკური ცენტრი – ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ. დღეიდან შევდივართ აქტიურ ქართულ პოლიტიკაში“ – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ლაღიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის  – „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ შექმნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  მისი თქმით, გაერთიანების წევრებისთვის პოლიტიკური კეთროვნები არ არსებობენ და შესაბამისად, მათი პლატფორმის კარიც ყველა პარტიისთვის ღიაა.

„ჩვენი კარი ღიაა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, ვინც ამ დეკლარაციის მიზნებსა და ამოცანებს ეთანხმება.  ჩვენთვის პოლიტიკური კეთროვნები არ არსებობენ, თუმცა წითელი ხაზი, გამყოფი არსებობს იქ, სადაც არის მოსყიდვა, სადაც არის ხალხს ზურგს უკან მოლაპარაკებები და  ქართველი ხალხის ინტერესების ღალატი.  დიახ, ჩვენ ვიქნებით ქართულ პოლიტიკაში უკომპრომისოები, ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს. და დიახ, ჩენი მიზანია ჩამოვყალიბდეთ უძლიერეს ქათულ პოლიტიკურ ცენტრად“ – განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

ცნობისთვის, „არასაპარლამენტო ოპოზიციაში“ 6 პოლიტიკური პარტია -სოციალური სამართლიანობისთვის, მომავალი საქართველო, ზვიადის გზა, შეცვალე საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა, რეფორმატორები – უკვე გაწევრიანდა. პარტიის ლიდერებმა მემორანდუმს ხელი საინფორმაციო ბრიფინგის მიმდინარეობისას მოაწერეს, რომელიც პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში დღეს, 9 დეკემბერს გაიმართა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი