„ჩვენთან ჰოსპიტალურ სექტორში 37%-მდე მკურნალობს, რასაც ვერც ერთი ქვეყანა გაუძლებს” – დავით გადელია

ავტორი: ნანა წულაია

„ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის ძალიან მაღალი თანაფარდობაა“ – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით გადელიამ აღნიშნა, რომ უმჯობესია მსუბუქ სიმპტომიანმა პაციენტებმა მკურნალობის კურსი კოვიდსასტუმროებში გაიარონ.

„ყურადღება გამახვილდა რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 პროცენტი იყოს, ჩვენთან ჰოსპიტალურ სექტორში 37%-მდე მკურნალობს, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა, ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი – კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ისე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდსასტუმროებში, სადაც არის  ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება“, – განაცხადა დავით გადელიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი