ჩეხეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს პრაღაში თავდასხმის ფაქტზე ეძებს

ჩეხეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს პრაღაში თავდასხმის ფაქტზე ეძებს. ბრალდებული 27 წლისაა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ოქტომბრის დასაწყისში, პრაღაში, სლადისლავოვის 1-ში 29 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ. დაზარალებულს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

„სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლებმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ბ.ჯ. საქართველოდან, რომელიც მსგავსი ძალადობრივი დანაშაულისთვის ერთხელ უკვე წარსულში ნასამართლევი.“- განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ევა პროპაჩოვამ.

დამნაშავეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი