ჩემპიონთა ლიგის 1/32–ფინალში “ლანჩხუთის” გოგონათა კლუბი შვედურ “როზენგარდს” დაუპირისპირდება. წყვილები ქალთა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგად გახდა ცნობილი. ტურნირის ამ ეტაპის შეხვედრები 9/10 და 15/16 დეკემბერს გაიმართება.
“ლანჩხუთის” გოგონათა გუნდი პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ჩემპიონატზე მოსახვედრად ფინალურ ეტაპზე ლანჩხუთელებმა რუმინული “ოლიმპია” მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს.