“ჩემთვის მთავარია, რომ კანონები შეიცვალოს და ერი გადარჩეს” – ლევან ზურაბაშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ჩემთვის მთავარია, რომ კანონები შეიცვალოს და ერი გადარჩეს. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს” – ამის შესახებ მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელმა, ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა იმავე ფორმით.

„თქვენ ყველაფერზე იძახით შესაძლოას, რეალურად კი ამ პრობლემების გამო, ნახევარი საქართველო დაღუპულია, ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, იღუპება საქართველო. რამდენმა მოიკლა თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა, ხალხს სახე ჩამოსტირის. ახლა მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი. შეიძლება ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მომავალი თაობა იღუპება, ეს თქვენ გულამდე არ მიდის? გავისტუმრე ჩემი ვალები, აღარ ვთამაშობ, მაგრამ ამ თამაშმა ცხოვრება, წლები მომპარა. ოჯახი არ არსებობს, რომ წამალი არ სჭირდებოდეს, საქართველო კი არ ვითარდება, უკან-უკან მიდის. ჩვენ ცოდოები არ ვართ? ვიღაცას მეტი შემოსავალი აქვს, ვიღაცას ნაკლები, ხალხიც არ მივიდა არჩევნებზე” – განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი