შვედეთი სამხედრო ძალებს აახლებს და ნატოში შესვლის საკითხს განიხილავს

ავტორი: თიკო ნოდია

შვედეთი შეიარაღებულ ძალებს ნახევარ საუკუნეზე მეტია აახლებს და მსჯელობს შეუერთდეს თუ არა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას. ნატო-ს წევრობას შვედები ახლა უფრო აქტიურად განიხილავენ, ამის მიზეზი ბალტიის ზღვაში, ატლანტიკის ჩრდილოეთსა და არქტიკაში რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდა გახდა.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჯარების რაოდენობა 60,000 – დან 90,000 – მდე, ხოლო თავდაცვის ყოველწლიური ხარჯები 40% –ით გაიზრდება.

შვედეთი წლების განმავლობაში ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა ახლა პარლამენტართა უმრავლესობამ პირველად მისცა ხმა ნატო-ს წევრობის საკითხის განხილვას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი